ისრაელი

ნეთანიაჰუმ ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავიდან აიცილა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თავიდან აიცილა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტს თავად ნეთანიაჰუ შეითავსებს.

კოალიციის პარტნიორმა და ქვეყნის განათლების მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა თქვა, რომ ის აღარ მოითხოვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნას და ამის გამო კოალიციურ მთავრობას არ დატოვებს. "რაღაცას მოიგებ, რაღაცას წააგებ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გვრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა არსებობდა.

განათლების მინისტრი ნაფტალი ბენეტი, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები და სამთავრობო კოალიციის პარტნიორები ბენეტის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობის დაშლას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ავიგდორ ლიბერმანი უშიშროების კაბინეტის მიერ ღაზაში პალესტინურ სამხედრო დაჯგუფებებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გადაწყვეტილების მიღების გამო თანამდებობიდან გადადგა.

პარტია "ისრაელი - ჩვენი სახლი"-ს ლიდერის თქმით ეს ნაბიჯი "ტერორიზმის წინაშე დანებებაა." ლიბერმანი ჰამასთან ხანგრძლივი შეთანხმების მიღწევის მცდელობებსაც აკრიტიკებს.

კომენტარები