ლარის კურსი

ლარი დოლართან 1.3 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1 თეთრით გაუფასურდა.

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან 1.34 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.01 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.6593 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო - 2.6727 ლარი. 

ლარი გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან, ხოლო გაუფასურდა თურქულ ლირასთან.

ლარმა განსაკუთრებული ტემპით გაუფასურება ერთი თვის წინ დაიწყო. ამ დროის მანძილზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია. პირიქით, სებ-მა 9 და 16 ნოემბერს 10-10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ამ მასშტაბის ინტერვენციების მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ვალუტა რამდენიმე დღეა, თითქმის ყოველდღიურად მყარდება.

კომენტარები