ლაშა ნაცვლიშვილი

გახარია: თუ ვინმემ პატრულს მითითება მისცა, შეღავათი გაეწია ნაცვლიშვილისთვის, დაისჯება

"ყველა ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა იქნება დასჯილი," - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ლაშა ნაცვლიშვილის საქმეს ეხმაურება. გახარიას თქმით, ამ საქმეზე მოკლვევა სიუჟეტის გასვლიდან ნახევარ საათში დაიწყო.

"ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, რაც სიუჟეტი ეთერში გავიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ 
შემდეგი - ყველა, ვინც  კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის - იქნება დასჯილი. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს - იქნება დასჯილი. თუ ვინმე სხვამ, მესამე პირმა, ეს მასალა იმისთვის გამოიყენა, რომ მიეღო გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც იქნება დასჯილი“. - ამბობა გახარია.

გიორგი გახარიას თქმით, კანონდარღვევისთვის ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, იმის მიუხედავად ვინ არის და რა თანამდებობა უკავია მას.

„მერწმუნეთ, რომ რამდენიმე დღეში, მე თქვენ გეტყვით იმას, თუ რა მოხდა, ვინ 
იქნება დასჯილი და რატომ მოხდა პირადად ჩემთვის შემზარავი ფაქტი“, - 
განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ქართული ოცნების პიარის ხელმძღვანელი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ლაშა ნაცვლიშვილი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ამის ამსახველი კადრები რუსთავი 2-მა გაავრცელა

ტელეკომანიის ცნობით, ჩანაწერი 2017 წლის ივლისში ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზეა გაკეთებული. პატრულის საუბრიდან ჩანს, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა. მიუხედავად ამ დარღვევებისა, რ2-ის ცნობით, პატრულს ნაცვლიშვილის გაშვების ბრძანება მიუვიდა. 

კომენტარები