ხელის რადარები

დეკემბრიდან პატრულებს სიჩქარის მზომი ხელის რადარები ექნებათ

 

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის აღჭურვილობას დეკემბრიდან, აშშ-ს მიერ გადმოცემული, სიჩქარის მზომი ხელის რადარები დაემატება. 

მიმდინარე წლის დეკემბრიდან, გადამზადებული პატრულ-ინსპექტორები ხელის 
რადარებს პირველად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დარიალის 
ხეობაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, კობი-გუდაურის 
მონაკვეთზე გამოიყენებენ.

საპატრულო პოლიცია ხელის რადარებს საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებში 
დანერგავს, სადაც „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების დაფარვის არეალი არ ვრცელდება 
და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია.

სიჩქარის მზომი ხელის რადარების დანერგვის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების 
პრევენციის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდა.

კომენტარები