კიუშუ ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინმა სეკივაკე იჩინოჯო დაამარცხა და ტურნირზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძემ მეტოქე იორიკირით დაამარცხა.
დღევანდელ ბრძოლამდე, ქართველ ოძეკს მასთან უარყოფითი ბალანსი 3:6-ზე ჰქონდა. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, კიუშუ ბაშოზე ტოჩინოშინს 5 მოგება და 5 წაგება აქვს.
ხვალ, ლევან გორგაძის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება.