ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის

სტუდენტები თავისუფლებისთვის - 24 ნოემბერს თბილისის რეგიონალური კონფერენცია გაიმართება

0 კომენტარი
ფოტო: ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის

24 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური შეკრება - European Students For Liberty-ს თბილისის რეგიონალური #FreedomTech კონფერენცია გაიმართება.

რეგიონალური კონფერენცია უკვე მეხუთედ იმართება, გასულ წელს კონფერენციას რეგიონიდან 900-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

"ოდესმე გიფიქრია სად და როგორ იბადება ინოვაციური იდეები?

ბოლო წლებში ტექნოლოგიურმა განვითარებამ უპრეცედენტო ზრდას მიაღწია, მსოფლიომ დაინახა, რამხელა შესაძლებლობებს გვაძლევს ეს განვითარება. დროა, ვიფიქროთ იმაზე სადამდე მიგვიყვანს ტექნოლოგიებისა და ადამიანის ძალების გაერთიანება? და საერთოდ, აქვს თუ არა ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები?

თუ გაინტერესებს, რა კავშირია თავისუფლებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას შორის, 24 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, #FreedomTech კონფერენციას უნდა დაესწრო",- წერენ კონფერენციის ორგანიზატორები.

წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში მოწვეული მომხსენებლები ისაუბრებენ თავისუფლების იდეასა და ტექნოლოგიურ განვითარებას შორის კავშირებზე. ბლოქჩეინი, ბიოინჟინერია, AI და რობოტიკა, ტრანსჰუმანიზმი, დარქ ნეტი, ტოკენიზაცია - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც 24 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" განიხილავენ.

კონფერენციაზე დასწრება მხოლოდ დარეგისტრირების საშუალებით შეიძლება

რეგიონალურ კონფერენციას რამდენიმე მომხსენებელი ეყოლება - აინ რენდის ინსტიტუტის თავმჯდომარე იარონ ბრუკი, Bit-Agency-ს თანადამფუძნებელი დომინიკ სტრუკალი, Lamassu-ს თანადამფუძნებელი ზაკ ჰარვი, Shelf Network-ის დამფუძნებელი ლაშა ანთაძე, Free The people-ის პრეზიდენტი მეტ კიბბე, Student for Liberty-ის პროგრამების დირექტორი ალექსანდრ კოკოტოვიჩი და გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

კონფერენციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Georgian Students For Liberty.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები