სოციალური ქსელები

FACEBOOK და INSTAGRAM უკვე რამდენიმე წუთია შეფერხებით მუშაობს

Bleumagazine.com

მთელი მსოფლიოს მასშტაბით Facebook და Instagram უკვე რამდენიმე წუთია შეფერხებით მუშაობს.

მომხმარებლებს Facebook-ში შესვლის შემდეგ თავიდან უწევთ ავტორიზაციის გავლას, ზოგ შემთხვევაში კი საიტი ითიშება და იწერება, რომ "სერვისი მიუწვდომელია".

ასევე არის Instagram-ზეც - მომხმარებლები აპლიკაციაში შედიან, თუმცა ის ბოლომდე არ იტვირთება.

ჯერჯერობით უცნობია რა არის სოციალური ქსელების შეფერხებით მუშაობის მიზეზი.

კომენტარები