საპატრიარქო

საპატრიარქო: ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ილია II ქადაგებისას ინიციატივით გამოვიდა და ეკლესიის წინამძღვრებს მოუწოდა, რომ "ეკლესიების კარი ყოველ ღამით გაიღოს უსახლკარო ადამიანების შესაფარებლად", სიცრუეს უწოდებს. 

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის შესახებ ინტერნეტში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, რომელსაც არასწორი ინტერპრეტაციები მოსდევს. 

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესია შეიძლება მოეწყოს თავშესაფრებად. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს. ეკლესიას აქვს თავისი მისია. ასეთი განცხადებები, მითუმეტეს პატრიარქის სახელით უნებლიეთ ან მიზანმიმართულად ემსახურება ცრუ, არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლის ჩრდილის მიყენებას რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა",- ამბობს დეკანოზი.

კომენტარები