მაკდონალდსი

3 შვილის მამა, საბავშვო მარკეტინგის დარღვევისთვის მაკდონალდს უჩივის

0 კომენტარი

კვებეკელმა მამამ, ანტონიო ბრამანტემ წამოიწყო ჯგუფური სასამართლო დავა მაკდონალდსის წინაააღმდეგ. ის ამტკიცებს რომ კომპანია ''ჰეფი მილი''-ს მეშვეობით არღვევს უფლებებს საბავშვო რეკლამების წინააღმდეგ.

1979 წლიდან მოყოლებული "ჰეფი მილი" არის მაკდონალდსის მთავარი პროდუქტი და ასევე არის შესაძლებლობა, რომ ოჯახებმა ის თან წაიღონ მოგზაურობის დროს.

თუმცა, ზოგიერთი კანადელი ოჯახი ამით სულაც არ არის კმაყოფილი. 

ანტონიო ბრამანტე, მთავარი მოსარჩელე ამ საქმეში ამბობს, რომ მაკდონალდსი არაკანონიერად მიმართვს მის რეკლამებს 13 წელზე ქვემოთ ბავშვებისაკენ და ამით მკაცრად ირღვევა პროვინციაში არსებული კანონი, რომელიც ბავშვებს მომხმარებლებს იცავს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ბრამანტე, 3 მცირეწლოვანი შვილის მამაა და მისი შვილები კვირაში სამჯერ ითხოვენ მაკდონალდში წაყვანას. 

მისი თმით, "ჰეფი მილში", რომელსაც საბავშვო სათამაშოები მოყვება,ასობით დოლარი აქვს დახარჯული.

კვებეკელი მამის თქმით, სათამაშოები ხშირადაა დაკავშირებული პოპულარულ ფილმებთან, ამიტომ მისი შვილები ითხოვენ ისევ და ისევ დაბრუნებას,რადგან შეავსონ კოლექციები.

ის ასევე ამბობს,რომ რესტორანი განზრახ ათავსებს სათამაშოებს ისეთ ადგილას,სადაც ბავშვებს ის ადვილად მოხვდებათ თვალში.

"კვებეკის კანონმდებლობით იკრძალება ბავშვებზე გათვლილი აგრესიული მარკეტინგი. აქ ასევე 1980 წლიდან მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია არაჯანსაღი საკვების რეკლამირება ბავშვებისათვის. "მაკდონალდს" აქვს იურიდული ვალდებულება, რომ პატივი სცეს ამ კანონს,თუმცა ამას არ აკეთებს,ყოველ შემთხვევში კვებეკში''- თქვა ადვოკატმა ჯო ზუკრანმა BBC-სთან საუბრისას.

ზუკრანის თქმით ყველას, ვინც 2013 წლიდან მოყოლებული შეიძინა ჰეფი მილი თუნდაც ის არ იყოს კანადის მოქალაქე, შეუძლია გახდეს ამ კოლექტიური სარჩელის მონაწილე.

სარჩელში მოთხოვნილია, როგორც კომპენსაცია და ფულადი ანაზღაურება მოპასუხის სამაგალითო დასჯის სახით, ასევე ის, რომ მაკდონალდსმა შეწყვიტოს ზემოთ აღნიშული ქმედებები.
 

BBC-ისთან საუბარში მაკდონალდსის კანადურმა მხარემ განაცხადა, რომ მიიღო სარჩელი და აპირებს მის ზედმიწევნით და ყურადღებით გამოკვლევას.

"ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას კვებეკის კანონთან მიმართებაში და ვიმეორებთ, რომ ამ სარჩელს არ მივიჩნევთ ღირებულად''- ამბობენ მაკდონალდში

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები