არჩევნები 2018

ივანიშვილი ვალების განულებაზე: ნუ ჩათვლიან საარჩევნოდ

0 კომენტარი
ფოტო: ქართული ოცნება

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობის ახალი ინიციატივა  საბანკო ვალების განულებასთან დაკავშირებით, არჩევნებს არ უკავშირდება.

მისი თქმით, სწორედ სიღარიბის დონის გაზრდის გამო მისცა საჯარო შენიშვნა კვირიკაშვილს, რადგან მან რეფორმები დააგვიანა და ჭარბვალიანობასთან და სიღარიბესთან ბრძოლას მოსახლეობას ჯერ კიდევ მაისში დაპირდა. 

"საზოგადოებას დავპირდი, რომ წლის ბოლომდე დავეხმარებოდით და ნუ ჩათვლიან საარჩევნოდ. ეს არის კარგი მაგალითი იმის, რომ თუ ცდილობ, შეიძლება გამოგივიდეს კიდეც. - თქვა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

ივანიშვილის თქმით, "შავი სიის პროცესი გაგრძელდება იქამდე, რომ საზოგადოებას ღირსეულად ცხოვრება უნდა შეეძლოს". 

"ერთი წლის განმავლობაში გაჩვენებთ არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც, თუ როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში. მე მაქვს პრეტენზია, ერთი წლის განმავლობაში საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს იქნება სახალხო ხელისუფლება. პარტია იქმნება იმისთვის, რათა იზრუნოს ხალხზე. კეთილი ვინებოთ და დაპირებები შევასრულოთ, მე ერთი წელი მექნება საშუალება ვისაუბრო ხალხთან",-აღნიშნა მან.

მთავრობის ახალი ინიციატივით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები