უბედური შემთხვევა

ბაღდათში მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი კაცის ცხედარი 12-საათიანი მუშაობის შემდეგ ამოიტანეს

ბაღდათში, სოფელ ობჩაში, მაშველებმა 12-საათიანი მუშაობის შემდეგ, ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს.

43 წლის მამაკაცი ჭას წმენდდა, რა დროსაც, ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა.

"სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამის გამო, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 15-მეტრიანი ჭის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოები" - აღნიშნავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები