გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი

ლონდონის "ტოტენჰემი" გიორგი ჩაკვეტაძეს კრისტიან ერიკსენის შემცვლელად განიხილავს

GFF.GE

გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის "ტოტენჰემი" იჩენს. ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა Marca იუწყება, რომ ინგლისელები 19 წლის ქართველს კრისტიან ერიკსენის შემცვლელად განიხილავენ.

დიდი შანსია, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ერიკსენი მადრიდის "რეალმა" შეიძინოს. Marca-ს ცნობით, თუ მოვლენები ასე განვითარდება, ლონდონელები ჩაკვეტაძეს გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებენ. "ტოტენჰემმა" "გენტის" ნახევარმცველის შესაძენად რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ჩაკვეტაძემ ექვსივე მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ქართველმა "გენტის" მაისურით 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის ავტორი გახდა.

გიორგი ჩაკვეტაძის მომენტები ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ:

კომენტარები