მარიხუანა

მასაჩუსეტსში მარიხუანას მაღაზია გაიხსნა, პირველი შენაძენი ნორსჰემპტონის მერმა გააკეთა

დევიდ ნარკევიცი
Rollingstone

აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატი აღმოსავლეთ სანაპიროზე პირველია, სადაც რეკრეაციული მარიხუანას გაყიდვა ლეგალური გახდა.

შტატში ამ დროისათვის ორი მაღაზია გაიხსნება, სადაც მარიხუანას შეძენა იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთი მათგანი ნორსჰემპტონშია, რომლის მერი, დევიდ ნარკევიცი პირველი გახდა, ვინც შტატში მარიხუანა ლეგალურად შეიძინა.

მისი თქმით შენაძენის მოხმარებას არ აპირებს და მას შეინახავს ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე.

მასაჩუსეტსი მეშვიდე შტატია, სადაც მარიხუანას მაღაზიები გაიხსნა. რეკრეაციული მარიხუანა ლეგალურ შტატში ორი წლის წინ გახდა.

კომენტარები