სასექსის ჰერცოგინია და პრინც ჰარის ცოლი, მეგან მარკლი, აღმოჩნდა რომ ყოველწლიურად საახალწლო სურვილების სიას წერს.
ასეთი სია დევს საიტზე The Tig-ზე, სადაც ჰერცოგინიას თავისი 2016 წლის სურვილები აქვს ჩამოწერილი.
"ვირბინო მარათონში, შევწყვიტო ფრჩხილების კვნეტა, შევწყვიტო გინებაც თავიდან ვისწავლო ფრანგული", - წერია საახალწლო სურვილებში.
მეგან მარკლი წერდა, რომ მსგავსი ქცევები ქალს არ შეეფერება.
"ეს არის ჩემი ახალი წლის სურვილები. მარათონი არ შესრულდა, კვლავ ვიგინები ბევრი მუშაობისა ან რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელის შემდეგ. ეს არ არის ქალის შესაფერისი, ჯანდაბა", - წერდა მეგან მარკლი.