სამხრეთ სუდანი

სამხრეთ სუდანში Facebook აუქციონზე 17 წლის გოგო გაყიდეს

getty

სამხრეთ სუდანში Facebook აუქციონზე 17 წლის გოგო გაყიდეს.

აუქციონი 25 ოქტომბერს გაიმართა, მასში 5 მამაკაცი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ სუდანის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებენ.

როგორც ცნობილია, ოჯახმა 17 წლის გოგო პატარძლის სტატუსით, - 500 ძროხის, 3 ძვირადღირებული მანქანისა და 10 000 დოლარის სანაცვლოდ გაყიდა.

სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ მომხდარის შესახებ გვიან შეიტყო - "წაშლილია აუქციონი, გოგონას ფოტო და მომხმარებელიც სოციალური პლატფორმის სტანდარტების დარღვევის გამო, ადამიანთა ტრეფიკინგის ნებისმიერი ფორმა სოციალურ ქსელში აკრძალულია და ისჯება კანონით". 

უფლებადამცველები სუდანის ხელისუფლებას მოუწოდებენ მიიღონ შესაბამისი ზომები და სათანადოდ დაისაჯონ მომხდარში მონაწილე პირები.

UNICEF-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ სუდანში ლეგალური ასაკი ქორწინებისთვის 18 წელია, 50%-ზე მეტი სუდანელი გოგო აღნიშნულ ასაკამდე ქორწინდება.

კომენტარები