სუმო

კიუშუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინმა ჩიოტარიუ დაამარცხა (VIDEO)

ქართული სუმოს ქომაგები

კიუშუ ბაშოს მე-11 დღეს, ლევან გორგაძემ აღმოსავლეთის მეხუთე მეგაშირა ჩიოტარიუ დაამარცხა. ორთაბრძოლა ტოჩინოშინის სრული უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა.

დღევანდელ ორთაბრძოლამდე, ორივე მებრძოლს ბალანსი 5:5-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინმა დარჩენილი 4 ბრძოლიდან 2 მაინც უნდა მოიგოს იმისთვის, რომ კაჩი-კოში დააფიქსიროს.

ხვალინდელ ორთაბრძოლაში, ქართველი ოძეკის მეტოქე ტაკაიასუ იქნება. ტაკაიასუ მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

კომენტარები