მკვდარი თეთრი ვეშაპი

ინდონეზიაში, მკვდარი თეთრი ვეშაპის კუჭში 6 კილოგრამი პლასტმასი აღმოაჩინეს

REUTERS

ინდონეზიაში, მკვდარი თეთრი ვეშაპის კუჭში დაახლოებით 6 კილოგრამი პლასტამსი აღმოაჩინეს.

115 პლასტამსის ჭიქა, 4 პლასტმასის ბოთლი, 25 პარკი და ორი წყვილი ჩუსტი - ეს არის მკვდარი ვეშაპის კუჭში აღმოჩენილი ნივთების ჩამონათვალი.

9.5 მეტრიანი თეთრი ვეშაპი კაპოტას კუნძულთან ახლოს მდებარე წყლებში აღმოაჩინეს.

"მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით რა იყოს ვეშაპის სიკვდილის მიზეზი, ფაქტები რომლებიც ჩვენ ვნახეთ შემაძრწუნებელია", - თქვა დუი სუპტაპტიმ WWD-ს წარმომადგენელმა ინდონეზიაში.

მისივე თქმით, ასევე უცნობია იქონია თუ არა გავლენა პლასტამსის ნივთებმა თეთრი ვეშაპის სიკვდილზე.

2015 წლის კვლევის მიხედვით ჩინეთი, ინდონეზია, ფილიპინები, ვიეტნამი და ტაილანდი პასუხისმგებლები არიან ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასის ნივთების 60%-ზე.

კომენტარები