მიხეილ გიორგაძე

მიხეილ გიორგაძე ისევ მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ტაბულა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ინგოროყვას კლინიკაში ამბობენ, რომ მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აქვს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში 18 ნოემბერს მოყვა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც მიხეილ გიორგაძე მართავდა, ხეს შეეჯახა. 

კომენტარები