ტურიზმი

ქუთაისი-კრაკოვი - Wizzair-ის ახალი მიმართულება სექტემბრიდან

WizzAir

ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს. ქუთაისი-კრაკოვი-ქუთაისი რეისები 2019 წლის სექტემბრიდან შესრულდება. ბილეთის შეძენა ავიაკომპანიის გვერდზე უკვე შეგიძლიათ, მისი ფასი 57 ლარიდან იწყება. 

Wizz Air კრაკოვში რიგით 26-ე ბაზას ხსნის. ავიაკომპანია 2019 წლის მაისსა და სექტემბერში კრაკოვის აეროპორტში ორ ეარბას A320 ტიპის ავიახომალდს განათავსებს და ამ ქალაქიდან 12 მიმართულებას დაამატებს.

Wizz Air ქუთაისიდან უკვე დაფრინავს პარიზის, რომის, ათენის, ბარსელონას, პრაღის, ბუქარესტის, ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის, ლონდონის, ვროცლავის, ვენის და რიგის მიმართულებით. 

2019 წლის აპრილიდან, რეისები შესრულდება პოლონეთის კიდევ ერთი ქალაქის, გდანსკის მიმართულებითაც.

კომენტარები