Apple-ის საშობაო რეკლამა

Apple-მა საშობაო რეკლამად ანიმაციური ფილმი შექმნა

Apple-ი საშობაოდ ყოველთვის საინტერესო რეკლამებს გვთავაზობს. ამჯერად ეს მოკლე ანიმაციური ფილმია. ფილმს "გაუზიარე შენი საჩუქრები" ჰქვია, თუმცა ფილმის ყურების შემდეგ მიხვდებით, რომ "საჩუქრებში" ანიმატორები არა მხოლოდ საშობაო საჩუქრებს , არამედ ჩვენს უნარებს გულისხმობენ.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=139&v=3dJCroCMBPM]

ანიმაციური ფილმი მეოცნებე თინეიჯერ გოგონაზე გვიყვება, რომელიც დიდ დროს ატარებს თავის MacBook-თან. ის გამუდმებით ბეჭდავს თავის შექმნილს ნამუშევრებს და მწვანე ყუთში ალაგებს, ზუსტად არ ვიცით. ეს ნახატია, ტექსტი, ლირიკა თუ სხვა. გოგონა ზედმეტად მორცხვია და თავისი ნამუშევრებს სხვებს ვერ აჩვენებს.  

ერთ საღამოს, გოგონას ძაღლი შემთხვევით აღებს ფანჯარას და ფურცლები გარეთ მიფრინავს. ფურცლები ქალაქის მაცხოვრებლებამდე აღწევს. ამის შემდეგ გოგონა ხვდება, თუ რამდენად კარგია, როდესაც სხვებს უზიარებ შენს ნამუშევრებს და ამარცხებ შიშს.

ფილმის მუსიკა 16 წლის ბილი ეილიშის დაწერილია. ფილმის გმირის მსგავსად, ბილიმ ეს სიმღერა თავის MacBook-ში დაწერა.

საინტერესოა, რომ სარეკლამო ფილმში არ ჩანს არც Iphone, Ipad და Apple watch. წელს სარეკლამო რგოლი მთლიანად MacBook-ს მიეძღვნა.

კომენტარები