ლარის კურსი

ლარი დოლართან 1 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.6 თეთრით გამყარდა

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან 1.01 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.67 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6640 ლარია, ერთი ევროსი - 3.0314 ლარი.

21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც გამყარდა.

ლარმა განსაკუთრებული ტემპით გაუფასურება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. ამ დროის მანძილზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია. პირიქით, სებ-მა 9 და 16 ნოემბერს 10-10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ამ მასშტაბის ინტერვენციების მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ვალუტა რამდენჯერმე გამყარდა. 

კომენტარები