ავარია

მარნეულში ავტომანქანას სატვირთო მატარებელი დაეჯახა, დაღუპულია 2 ადამიანი

flickr

მარნეულში მსუბუქ ავტომანქანას სატვირთო მატარებელი დაეჯახა. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა, რასაც შეჯახება მოყვა. გარდაიცვალა ორი ადამიანი. 

შსს-ის ცნობით, გამოძიება უკვე დაწყებულია. სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები