ბრაზილიის პროკურატურამ რონალდინიოს ავტომობილები და ნახატი ჩამოართვა

ბრაზილიის პროკურატურამ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილ ლიდერ რონალდინიოს სამი ავტომობილი და ერთი ნახატი ჩამოართვა. რონალდინიოს ორი BMW, ერთი Mercedes-Benz-ი და ანდრე ბერარდოს ცნობილი ნახატი აუქციონზე გაიყიდება.

ბრაზილიის პროკურატურამ ასეთ სანქციას იმის გამო მიმართა, რომ რონალდინიომ და მისმა ძმამ 2015 წელს დაკისრებული 2-მილიონიანი ჯარიმა არ გადაიხადეს. ძმები საწყობს უკანონოდ აშენებდნენ და გარემოს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნიდნენ, რის გამოც, ბრაზილიელებმა მათ 2 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს.

კომენტარები