რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, იგორ კორობოვი გარდაიცვალა

იგორ კორობოვი
wikimedia

გამოცემა ინტერფაქსის ინფორმაციით რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ხელმძღვანელი, იგორ კორობოვი "მძიმე და ხანგრძლივი" ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

62 წლის კორობოვი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 1973 წლიდან მსახურობდა, ხოლოდ გრუ-ს უფროსად 2016 წელს დაინიშნა, მას შემდეგ რაც წინა უფროსი, იგორ სერგუნი გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით სერგუნი მოსკოვში გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით ის სხვა დღეს, საიდუმლო მისიის დროს ლიბანში მოკვდა.

კორობოვი გრუ-ს ხელმძღვანელობის პერიოდში არაერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში. უკანასკნელ პერიოდში აღსანიშნავია ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის შემთხვევა, რომელშიც დიდი ბრიტანეთი გრუ-ს ორ ოფიცერს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბრძანება ხელისუფლების ზედა ეშელონებში გაიცა.

კომენტარები