ცნობილი ადამიანები

კიმ კარდაშიანი: კანიე უესტი ღიზიანდება, როდესაც ინსტაგრამზე სექსუალურ ფოტოს ვდებ

კიმ კარდაშიანმა Ellen-ის შოუში მასსა და მის ქმარზე კანიე უესტზე ისაუბრა.

კარდაშიანის თქმით, კანიე უესტი ღიზიანდება, როდესაც ის ინსტაგრამზე სექსუალურ სურათს დებს. მაგალითად, უესტს კარდაშიანის ფოტო არ მოეწონა, სადაც ის საცვლების ამარა ნამცხვარს აცხობს.

"შეიაძლება ქმრისგან შარში აღმოჩნდე ბევრი ასეთი ფოტოს გამო. ეს აწუხებს მას [კანიე უესტს]. მას უნდა, რომ ვიყო ისეთი, როგორიც ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ასევე აღიზიანებს. მე ხანდახან მჭირდება, რომ ინსტაგრამზე დავპოსტო, ბევრს ვმუშაობ, დავპოსტავ და ის ღიზიანდება. ეს ციკლია", - თქვა კიმ კარდაშიანმა.

კომენტარები