ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმის ქუჩები დაიტბორა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბათუმის ქუჩებში გადაადგილება წვიმის გამო ფერხდება.
ძლიერი წვიმა ბათუმში ხვალ საღამომდე გაგრძელდება.
ამ დროისათვის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ინტენსიურად ვრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც აჭარაში პერიოდულად ძლიერად წვიმს, მაღალმთიან ზონაში კი თოვს, გოდერძის უღელტეხილზე უკვე 30 სანტიმეტრი თოვლია.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბათუმსა და ქობულეთში +10, +12 გრადუსი იქნება, ხულოსა და შუახევში +5, +7, გოდერძის უღელტეხილზე 0, -2 გრადუსი.
მძღლებს, ასევე წყლის ტრანსპორტის მფლობელებს უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ.