ტაილანდი

ტაილანდელი ფერმერი, რომლის საუკეთესო მეგობარი კამეჩი, სახელად თონგ კჰამია

0 კომენტარი

ყოველდღე ვერ შეხვდები ადამიანს, რომლის საუკეთესო მეგობარიც კამეჩია.

34 წლის ტაილანდელ ფერმერს სურანტ ფიუკეიტის კამეჩი თონგ კჰამის მოვლაში ფულს უხდიდნენ, სწორედ აქედან დაიწყო მათი მეგობრობა.

"თონგ კჰამი ძალიან საყვარელია," - ამბობს ის "მას ბრინჯის მდელოებზე ჩემთან ერთად სეირნობა უყვარს".

ბუნებრივი იყო, როდესაც მან ფეისბუქზე მისი და კამეჩის სელფების დაპოსტვა დაიწყო. მისი ფოტოები მალევე გავრცელდა ტაილანდში და თონგ კჰამი ცნობილი გახდა.

ფერმერი და კამეჩი მეგობრები ორი თვის წინ გახდნენ, ხოლო წინა კვირას ფიუკეიტმა გადაწყვიტა მეგობართან სელფების გადაღება, მან შეამჩნია, რომ თონგ კჰამი მის მოძრაობებს იმეორებდა.

"თონგ კჰამმა ჩემი მოძრაობების გამეორება დაიწყო, ტელეფონში წინ იყურებოდა, მიახლოვდებოდა და თითქოს ფოტოში იღიმოდა", - ამბობს მისტერ ფიუკეიტი.

მალევე პოსტმა 32,000 გაზიარება დააგროვა, ასევე გაჩნდნენ მეტი ფოტოს მთხოვნელებიც.

"ხალხს ჩემი და თონგ კჰამის ფოტოები არ ყოფნიდა, მეტს ითხოვდნენ. ზოგმა ფოტოს დანახვისას თავი უკეთესად იგრძნო, სირთულეები დაავიწყა,"- ამბობს ის.

მეგობრების ბედნიერი თანაცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც სურანტმა გაიგო, რომ თონგ კჰამის მფლობელი კამეჩის გაყიდვას აპირებდა. 

"ნაწყენი ვიყავი, მაგრამ მის საყიდლად საკმარისი ფული არ მქონდა," ამბობს ფერმერი.

მას 100,000 THB (3 032 დოლარი) სჭირდებოდა.

"ზოგმა მითხრა რომ ფულს გადმომირიცხავდნენ, ამიტომაც გადავწყვიტე შემოწირულობა მეთხოვა". 

ორ დღეში სურანტმა 135,969 THB შეაგროვა. 

ხოლო სამშაბათს სურანტ ფიუკეიტი თონგ კჰამის კანონიერი მფლობელი გახდა. 

"ამის გამო ყველას დიდ მადლობას გიხდით. თონგ ქჰამის მთელ ცხოვრებას გავუბედნიერებ და მის ფოტოებს რეგულარულად დავდებ. ვისაც თონგ ქჰამის მონახულება მოგინდებათ თბილად მიგიღებთ. ვოცნებობდი ბრინჯის მდელოს ქონაზე, სახლზე და კამეჩზე, რომელიც მინდორში სამუშაოდ მიმიყვანდა. ჩემი ბოლო ოცნება თონგ კჰამმა აასრულა", - ამბობს ის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები