პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ

ტაბულა

პარტია" პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის მტკიცებით, ვიზიტი არჩევნების მეორე ტურს არ უკავშირდება და "პატრიოტები" კონფერენციაზე დასასწრებად წავიდნენ.

"იქ არიან წარმოდგენილი სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები - ეს არის ჩვენი ერთადერთი ინტერესი ამ კონფერენციაში მონაწილეობის. რატომ არის გასაკვირი, რომ ადა მარშანია მონაწილეობს იმ კონფერენციაში, ადა მარშანია, რომელიც არის აფხაზი, მთელი თავის სიცოცხლის მანძილზე ის და მისი ოჯახი იღწვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასეთი ტიპის კონფერენციები გაცილებით ადრე იგეგმება და მეორე ტურის რეალობას და ალბათობას წინასწარ ვერავინ ვერ განჭვრეტდა. ამიტომ არავითარ კავშირში ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან,“ - ამბობს ირმა ინაშვილი.

პატრიოტთა ალიანსის წევრები ბოლო ერთი წლის მანძილზე რუსეთში რამდენჯერმე იყვნენ. ისინი რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ადა მარშანიამ განაცხადა, რომ რუს დეპუტატებს რუსეთ-საქართველო-ნატოს ფორმატის შექმნა შესთავაზეს. გარდა ამისა, ისაუბრეს რუსეთთან ვიზების გამარტივებასა და სხვა საკითხებზე.

პატრიოტთა ალიანსი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზრ ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.

კომენტარები