თავდასხმა საკონსულოზე

პაკისტანში ჩინეთის საკონსულოზე თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში მდებარე ჩინეთის საკონსულოზე შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ორი პოლიციელია.

პოლიციამ სამი თავდამსხმელი მოკლა. მათი ინფორმაციით ისინი სეპარატისტული დაჯგუფების ბელუჯისტანის გამათავისუფლებელი არმიის წევრები იყვნენ, რომელიც პაკისტანში ჩინეთის საინვესტიციო პროექტებს ეწინააღმდეგება.

ჩინეთისა და პაკისტანის ეკონომიკური კორიდორის პროექტი ბელუჯისტანის პროვინციაში გადის. ჩინეთი პროექტში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას დებს. პროვინციის მაცხოვრებლები ცენტრალურ ხელისუფლებას მათ ექსპლოატაციაში და უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.

კომენტარები