გიორგი არსენაძე

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა ​GRE-ს ფიზიკის ნაწილში მაქსიმალური 990 ქულა აიღო

გიორგი არსენაძე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტია, რომელმაც მაგისტრატურა-დოქტორატურის პროგრამებზე მოსახვედრად GRE-ს გამოცდებზე მაქსიმალური 990 ქულა მიიღო. ის სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე აპირებს, უნივერსიტეტს კი თავად შეარჩევს - ეს წარმატება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მოსახვედრად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ქართველი სტუენტის მიერ GRE-ს გამოცხაში უმაღლესი ქულის მიღების შემთხვევა ადრეც ყოფილა - სამი წლის წინ ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სტუდენტმა, თორნიკე ღუტიშვილმაც 990 ქულა მიიღო. ის ახლა მერილენდის უნივერსიტეტში სწავლობს.

ამერიკის სხვადასხვა უბნებზე შედგენილ აპლიკაციის სავალდებულო ტესტს მსურველები დისტანციურად გადიან. გარკვეული დროის შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ გაიგონ რამდენმა უნივერსიტეტმა მიიღო ისინი და რამდენი გასცემს გრანტს. როდესაც სტუდენტის ქულა მაქსიმალურია, მისთვის ყველა უნივერსიტეტის კარი ღიაა.

ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან შესაძლოა გამოცდაზე მაქსიმალური ქულის აღება ვერავინ მოახერხოს. 

კომენტარები