ბოლნისი

ბოლნისში, სოფელ ქვევში 70 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბოლნისში, სოფელ ქვევში 70 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

კომენტარები