სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდი ძაღლების სასაკლაო იხურება

სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდი ძაღლების სასაკლაო იხურება.

სეულის სამხრეთით მდებარე ყველაზე დიდი ძაღლების სასაკლაო, თეფიონ-იონ-ის კომპლექსი, ქვეყნის თითქმის ყველა რესტორანს ამარაგებდა ძაღლის ხორცით. კომპლექსი, სულ მცირე, 6 სასაკლაოს აერთიანებს. ოფიციალური ცნობით, შენობის დემონტაჟი უკვე დაწყებულია, მის ადგილას საჯარო პარკი მოეწყობა.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში ყოველწლიურად დაახლოებით ერთ მილიონი ძაღლს კლავენ. ქვეყანაში ძაღლის ხორცი ერთ-ერთ დელიკატესად კვლავ მიჩნეულია, მაგრამ გასული წლების განმავლობაში ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა შეიცვალა.

"ეს არის ისტორიული მომენტი, დროა ჩვეულება შეიცვალოს, იმედია მთელ ქვეყანაში აიკრძალება ძაღლის ხორცის ჭამა", - ამბობენ კორეელი ცხოველთა უფლებადამცველები.

ასევე საგრძნობლადაა შემცირებული იმ რესტორნების რაოდენობა, სადაც ძაღლის ხორცისგან საკვებს ამზადებენ.

კომენტარები