Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald

კითხვები, რომლებიც "FANTASTIC BEASTS: THE CRIMES OF GRINDELWALD"-ის ყურების შემდეგ დაგვრჩა

businessinsider.com

Fantastic Beasts-ის მეორე ნაწილი "Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald" უკვე კინოთეატრებშია.

წაიკითხეთ კითხვები, რომლებიც შესაძლოა ფილმის ყურების შემდეგ დაგრჩათ.

 

1. რა დანაშაულებები აქვს გრინდელვალდს?

ფილმის მეორე ნაწილის სათაური არის "ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულებები" - თუმცა ფილმში არ არის ნაჩვენები, კერძოდ რა დანაშაულებები აქვს გრინდელვალდს.

 

2. რა მოხდა ლეტა ლესტრეინჯსა და ნიუტ სკამანდერს შორის?

აშკარაა, რომ ლეტა ლესტრეინჯსა და ნიუტ სკამანდერს შორის რაღაც ხდება. ფილმის პირველ ნაწილში მაყურებელმა ნახა რომ ნიუტ სკამანდერს ლეტა ლესტრეინჯის სურათი აქვს. "ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულებები" - ს დასაწყისში ვხედავს, რომ ლეტას ნიუტის მიმართ გრძნობები აქვს პირველივე შეხვედრის შემდეგ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ლეტა და ნიუტი ჰოგვარტსში სწავლის დროს ერთმანეთთან ახლოს იყვნენ.

 

3. ვინ არის ქალი, რომელიც გრინდელვალდთან მუშაობს?

ქალს როზი ჰქვია და ის ფილმში ბევრს არ საუბრობს, სავარაუდოდ ქალი გრინდელვალდის ასისტენტია. 

 

4. როდის და როგორ გახდება ნაგინი სამუდამოდ ისევ გველი?

ნაგინი მალედიქტუსია, ანუ ადამიანი დაწყევლილი სისხლით, რომელიც მას ნებისმიერ დროს არსებად აქცევს. უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება ნაგინის კვლავ გველად ტრანსფორმაციას, თუმცა სავარაუდოდ ეს მეხუთე ფილმამდე მოხდება.

 

5. აცვია თუ არა ნაგინის სპეციალური კოსტუმი?

ნაგინის ლამაზი ლურჯი კაბა მაშინვე ქრება, როდესაც ის გველად გადაიქცევა, შემდეგ კი კვლავ ჩნდება. როგორ მუშაობს კაბა? შესაძლოა ის დამზადებულია სპეციალური მატერიისგან, რომელიც ნაგინისთან ერთად ტრანსფორმირებს.

 

6. აქვს თუ არა გრინდელვალდს ულიმიტო მაგია?

ფილმში გამოყენებულია ისეთი მაგია, როგორიც მაყურებელს ჰარი პოტერის სამყაროში არასდროს უნახავს. ასევე ცნობილია, რომ გრინდელვალდი ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ბნელი ჯადოქარია, თუმცა უცნობია რა არის მისი მაგიის ლიმიტი.

 

7. გავიგებთ თუ არა მეტს დამბლდორისა და გრინდელვალდის წარსული ურთიერთობის შესახებ?

ჯ.კ როულინგმა დაადასტურა, რომ ალბუს დამბლდორი გეია. ფილმში დამბლდორი ამბობს, რომ ის და გრინდელვალდი "უფრო ახლოს იყვნენ ვიდრე ძმები".

 

8. როგორ გამოჩნდა პროფესორი მაკგონაგელი 1927 წლის კადრებში, როდესაც ის 1930-იან წლებში დაიბადა?

სავარაუდოდ, უზუსტობა ფილმის სცენარისტებს გამოეპარათ, რადგან ჰარი პოტერის ფანებისთვის ცნობილია, რომ მინერვა მაკგონაგელი 1930-იან წლებში დაიბადა.

 

9. კორვუს ლესტრეინჯი მართლა დაიხრჩო?

როდესაც ლეტა ლესტრეინჯი მისი ჯოახის რთულ ამბებსა და კორვუს ლესტრეინჯის დახრჩობის ფაქტს იხსენებს, შესაძლებელია რომ მას რამდენიმე დეტალი გამოეპარა. 

 

10. არის თუ არა კრედენსი დამბლდორის ძმა?

შესაძლებელია ამ ყველაფერს გრინდელვალდი იგონებს.

კომენტარები