დონალდ ტრამპი

ტრამპი: საკუთარი თავის მადლიერი ვარ, რომ ქვეყანა საოცრად შევცვალე

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლიერების დღის დღესასწაული ფლორიდის შტატში, მარალაგოში საკუთარ დასასვენებელ კომპექსში გაატარა. ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში მან თქვა, რომ საკუთარი თავის მადლიერია, რადგან ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა:

"[მადლიერი ვარ] იმისათვის, რომ შესანიშნავი ოჯახი მყავს და იმისათვის, რომ ქვეყანა საოცრად შევცვალე. ეს ქვეყანა ახლა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მაშინ იყო, სანამ პოსტს დავიკავებდი. იმდენად, რომ ხალხს არც კი სჯერა. როდესაც უცხოელ ლიდერებს ვხვდები, მეუბნებიან, რომ არ სჯერათ იმხელა განსხვავებაა იმ ძალას შორის, რასაც აშშ ახლა ფლობს და რასაც წლების წინ ფლობდა. დიდი პროგრესი გვაქვს." თქვა მან.

ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების ქარავნის შესაჩერებლად მობილიზებულ სამხედროებს საკუთარი სამსახურისთვის და გააკრიტიკა მოსამართლე, რომელმაც ტრამპის გადაწყვეტილება თავშესაფრის მინიჭების პროცედურების შესახებ დაბლოკა.

კომენტარები