ფეხბურთი

UEFA ჩაკვეტაძეზე: დაიმახსოვრეთ ეს სახელი

0 კომენტარი
ფოტო: UEFA

UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გიორგი ჩაკვეტაძის ვიდეო დადო წარწერით - ჩაკვეტაძის აღმაფრთოვანებელი მიღება - დაიმახსოვრეთ მისი სახელი. 

ეს ფინტი გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთთან მატჩში, 19 ნოემბერს გააკეთა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ყახაზეთის ნაკრებს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ერთი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა. 

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ჩაკვეტაძემ ექვსივე მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ქართველმა "გენტის" მაისურით 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის ავტორი გახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები