ფსიქოპატია

10 პროფესია, რომელსაც ფსიქოპატები ყველაზე ხშირად ირჩევენ

maxim.com

ფსიქოპატების ამოცნობა რთულია, ისინი არ გამოიყურებიან ისე როგორც მათ ფილმ "Jack The Ripper"-ში ვხედავთ.

DSM-5-ის მიხედვით ფსიქოპატები შემდეგნაირი თვისებებით ხასიათდებიან: მათ საკუთარ თავზე გადამეტებულად კარგი შეხედულება აქვთ და შეუძლიათ რომ სხვა ადამიანებით იმანიპულირონ.

გარდა ამ თვისებებისა ფსიქოპატებს კიდევ ერთი რამე აქვთ საერთო - პროფესიები.

მაგალითისთვის, ფსიქოპატები ხშირად არიან რაღაცების მმართველები მათი დაუნდობელი, ქარიზმატული და უშიშარი ხასიათის გამო. მათ კარგად გამოსდით სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ არ არიან ეფექტურები თერაპიისა და სამედიცინო სფეროში, რადგან ემპათიის ნაკლებობას განიცდიან.

ნახეთ, 10 პროფესია, რომლებსაც ფსიქოპატები ირჩევენ.

 

10. სამოქალაქო მოხელე

ბრიტანელი მწერლისა და ფსიქოლოგის კევინ დუტონის თქმით, ფსიქოპატები კარგი სამოქალაქო მოხეელები არიან. მათ კარგად შეუძლიათ კრიზისებში მოქმედება, არ აქვთ გრძნობები სხვა ადამიანების მიმართ, არიან ინტელექტუალები და ლოგიკური ადამიანები.

9. მზარეული

ფსიქოპატების უმეტესობას არ აქვს მიზნად, რომ ადამიანებს რამე დაუშავონ - ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, რომ ისინი ხშირად მზარეულები ხდებიან და მათი სამუშაო ხელსაწყო დანაა.

8. მღვდელი

FBI-ს ვეტერანზე ჯო ნავაროზე დაყდრნობით ფსიქოპატები ხშირად კარიერის შესაქმენლად სამღვდელობაში მიდიან. 

7. პოლიციელი

არ არის აუცილებელი, რომ ფსიქოპატებს საიდუმლო განზრახვები ჰქონდეთ, ისინი ძალიან ეფექტურები არიან სტრესული სამუშაოს დროს. პოლიციელებს საკმაოდ სახიფათო და ინტენსიური სამსახური აქვთ, ამიტომ მომგებიანია პოლიციელი იყოს ადამიანი, რომელიც კრიზისებს მშვიდად ხვდება.

6. ჟურნალისტი

ფსიქოპატები შარმიანები, კონცენტრირებულები, აქტიურები და მიხვედრილები არიან, ჩამოთვლილი თვისებები ჟურნალისტებისთვის დამახასიათებელია.

5. ქირურგი

კვლევის მიხედვით ქირურგებში ფსიქოპატების მაღალი მაჩვენებელია. ამის მთავარი მიზეზები სტრესულ გარემოში სიმშვიდის შენარჩუნება და სწრაფის გადაწყვეტილებების მიღების უნარია.

4. გამყიდველი

ფსიქოპატის გამყიდველად მუშაობა შესაძლებელია კომპანიისთვის დამღუპველი ან მომგებიანი იყოს, რადგან ფსიქოპატებმა ამ პროფესიის შესრულების დროს შეიძლება მოიპარონ სხვა ადამიანების კონტაქტები, მათ ასევე დაუძლეველი სურვილი აქვთ ბევრი ფულის გამომუშავების და არ შეუძლიათ გუნდური მუშაობა.

3. წამყვანი ტელევიზიაში ან რადიოში

ფსიქოპატების ნაწილი ნარცისიზმით არის შეპყრობილი, ეს კი ძალიან გამოსადეგია იმ პროფესიებისთვის, რომლებიც საჯარო ყურადღების ობიექტები არიან. 

2. ადვოკატი

გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქოპატები საკუთარ თავში დარწმუნებულები, ნაკლებად ემპათიურები და ქარიზმატულები არიან, მათ კარგად გამოსდით ადვოკატად მუშაობა.

1. აღმასრულებელი დირექტორი

გარდა იმისა, რომ ფსიქოპატებს სტრესულ გარემოში მუშაობა კარგად გამოსდით, მათ ასევე შეუძლიათ დესტრუქცია შეიტანონ სამუშაო პროცესში, რათა უყურონ როგორ "იტანჯებიან" თანამშრომლები.

კომენტარები