არჩევნები 2018

ონში ენმ-ის შტაბის უფროსზე თავდასხმისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურა

ონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსზე ნოდარ ბურდილაძეზე თავდასხმისთვის დაკავებულ კ.ი.-ს პატიმრობა შეეფარდა.

"ონში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულ კ.ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნოდარ ბურდილაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კ.ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გრძელდება. წარდგენილი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში კ.ი.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ნოდარ ბურდილაძე მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. ნოდარ ბურძილაძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 

კომენტარები