რუსეთი

ბრიტანეთის არმიის მეთაური: რუსეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ისლამური სახელმწიფო

Russia's President Vladimir Putin attends a news conference at the Asia-Pacific Economic Cooperation (APEC) Summit in Vladivostok
Sergei Karpukhin / REUTERS

"რუსეთი უფრო დიდი საფრთხეა გაერთიანებული სამეფოსთვის, ვიდრე ტერორისტული დაჯგუფებები, როგორიცაა ალ-კაიდა და ისლამური სახელმწიფო" - განაცხადა ბრიტანეთის არმიის მეთაურმა. 

Daily Telegraph-თან ინტერვიუში, გენერალმა მარკ კარლეტონ-სმიტმა აღნიშნა, რომ "რუსეთი სისტემატურად ცდილობს, რომ აღმოაჩინოს დასავლური სისუსტეები და მოახდინოს მათი ექსპლუატაცია არატრადიციული გზით - კიბერ, საჰაერო და წყალქვეშა ომებით". 

გაერთიანებული სამეფო რუსეთს სერგეი სკრიპალის მოწამვლასა და რამდენიმე კიბერ-თავდასხმაში ადანაშაულებს. 

მარტში, ყოფილი რუსი სამხედრო ოფიცერი და გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურების ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი, რომელიც საიდუმლოებებს ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს ყიდდა - თავის ქალიშვილთან ერთად ე.წ "ნოვიჩოკით" მოწამლეს. 

ოქტომბერში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ "გრუ", რუსეთის სამხედრო დაზვერვა 4 კიბერ-თავდასხმაში დაადანაშაულა, მათ შორის, აშშ-ის დემოკრატიულ პარტიასა და პატარა სატელევიზიო არხზე ბრიტანეთში.  

რუსეთი უარყოფს სკრიპალის მოწამვლასთან რაიმე კავშირს და კიბერ-თავდასხმების ბრალდებებს "მდიდარ ფანტაზიას" უწოდებს.

54 წლის გენერალი სმიტი აქტიურად მონაწილეობდა ოსამა ბინ ლადენის ძებნასა და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში სირიასა და ერაყში. 

კომენტარები