ფრედი მერკური

მერი ოსტინი - ფრედი მერკურის დიდი სიყვარული

www.smoothradio.com

მერი ოსტინი და ფრედი მერკური 1969 წელს შეხვდნენ, როდესაც მერი 19, ხოლო ფრედი 24 წლის იყო. მათი ურთიერთობა ფრედის სიკვდილამდე გაგრძელდა. 

მერი დასავლეთ ლონდონში, მუშათა კლასის ოჯახში გაიზარდა. მისი ორივე მშობელი სმენადაქვეითებული იყო. 15 წლის იძულებული გახდა სკოლიდან გამოსულიყო და სხვადასხვა სამსახური დაეწყო თავის შესანახად. 


ფოტო: Getty Images

როდესაც ფრედი და მერი ერთმანეთს შეხვდნენ, მერი მოდის მაღაზიაში მუშაობდა, ფრედის კი ახალი დამთავრებული ჰქონდა ხელოვნების კოლეჯი. 

მათ მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი და ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. ლეგენდარული ჯგუფი Queen-ი ამ დროს პირველ ნაბიჯებს დგამდა. 

Queen-ი განსაკუთრებით პოპულარული 1970 წელს გახდა და შესაბამისად, გაიზარდა ფრედის შემოსავალიც. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ფრედი თავის იმიჯზე ექსპერიმენტებს ატარებდა, მისი სექსუალური ორიენტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა. ამ პერიოდში მერი მის გვერდით იყო.

1973 წელს, ფრედიმ მერის სიმღერა Love of My Life (ჩემი ცხოვრების სიყვარული)  მიუძღვნა.

"ის ძალიან საყვარელი იყო და ჩვენთან სავახშმოდ მოდიოდა. მე ვოცნებობდი, რომ ისინი დაქორწინებულიყვნენ და ნორმალური ცხოვრება ჰქონოდათ, შვილებთან ერთად." - იხსენებს ფრედის დედა, ჯერ ბულსარა

2013 წელს, daily mail-თან ინტერვიუში, მერიმ შობის ერთ-ერთი დღე გაიხსენა, როდესაც ის 23 წლის იყო და ფრედიმ მას დიდი ყუთი მისცა, როგორც საჩუქარი: "ყუთის შიგნით კიდევ ერთი ყუთი იდო, მერე კიდევ ერთი და ასე გრძელდებოდა. ეს ერთ-ერთ მის თამაშს ჰგავდა. საბოლოოდ, ყველაზე პატარა ყუთში ბეჭედი ვიპოვე." მერიმ ჰკითხა, რომელ ხელზე უნდა გაეკეთებინა ბეჭედი, ფრედიმ უთხრა, რომ მარცხენა ხელზე. 


ფოტო: Getty Images

მაგრამ ფრედი და მერი არასდროს დაქორწინებულან.  ერთად 7 წელი იყვნენ. 1976 წელს ფრედი გამოუტყდა მერის, რომ ბისექსუალი იყო, რაზე მერიმ უპასუხა: "არა ფრედი, არ ვფიქრობ, რომ ბისექსუალური ხარ. შენ გეი ხარ."

წყვილი დაშორდა და მერი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად ამისა, ისინი ახლო მეგობრებად დარჩნენ და ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს. 

ფრედიმ ერთხელ თქვა: "ყველა ჩემი საყვარელი მპასუხობდა, თუ რატომ არ შეეძლოთ მერის ჩანაცვლება, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია. ერთადერთი მეგობარი რომელიც მყოლია, ეს მერია და მე არ მინდა არავინ სხვა. ჩემთვის ის ცოლი იყო. ჩემთვის, [ჩვენი ურთიერთობა] ქორწინება იყო.. ჩვენ გვჯერა ერთმანეთის. ეს საკმარისია ჩემთვის. მე ვერ შევიყვარებდი მამაკაცს ისე, როგორც მერი მიყვარდა."

მერის ორი შვილი ჰყავს მხატვარ პირს კამერონთან. ფრედი პირველი ბავშვის ნათლია იყო, მეორე ფრედის გარდაცვალებიდან მალევე გაჩნდა. 1998 წელს, მერიმ ბიზნესმენ ნიკ ჰოლფორდზე იქორწინა, თუმცა 5 წელიწადში დაშორდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ მერის საკუთარი გზა ჰქონდა, მერი ოსტინი ყოველთვის დარჩება Queen-ის ნაწილად. 1980-იან წლებში ის ხშირად დადიოდა ბენდთან ერთად ტურნეებში და მდივნის მოვალეობას ასრულებდა.

მერი ფრედის, ავადმყოფობის გაგებიდან სიკვდილამდე, უვლიდა და ყურადღებას აქცევდა. ფრედი კი თავის მხრივ ზრუნავდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მერი ფინანსურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო. 1991 წელს, ფრედის სიკვდილის შემდეგ, მერის მისი ქონებიდან 10 მილიონი დოლარი და სასახლე ერგო ლონდონში. 

მარკ ბლეიკი, მერკურის ბიოგრაფი, ამბობს: "ფრედიმ მერის ძალიან ბევრი რამ დაუტოვა, როგორც თავის ქვრივს. მერი ფრედისთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ იყო, სანამ ის მდიდარი და ცნობილი გახდებოდა და მასთან ერთად დარჩა სიკვდილამდე."


ფოტო: www.pinterest.com

მომდევნო წლებში, მერიმ საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნა შიდსით ინფიცირებულთა დასახმარებლად.

მერი 67 წლისაა და ფრედის დატოვებულ სახლში ცხოვრობს, ლონდონში. მას დღესაც რეგულარულად აკითხავენ ფანები. 

კომენტარები