ქრისტიანობა

კვლევა - 300 მილიონზე მეტი ქრისტიანი დევნასა და შევიწროვებაში ცხოვრობს

ქრისტიანთა დევნა

327 მილიონი ქრისტიანი იმ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც ისინი დევნასა და შევიწროებას განიცდიან. კიდევ 178 მილიონ ქრისტიანს უწევს იმ ქვეყნებში ცხოვრება, სადაც რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციასა და შევიწროებას განიცდიან. 

ასეთია რომის კათოლიკე ეკლესიის პონტიფიკალური დაწესებულების - ACN-ის კვლევის შედეგები, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოს ყოველი მეხუთე ქრისტიანი ცხოვრობს ისეთი სახელმწიფოში, სადაც ის საკუთარი რწმენის გამო შეიძლება დევნასა და დისკრიმინაციას დაექვემდებაროს. ყოველი მეშვიდე კი ისეთ ქვეყნებში, სადაც აღმსარებლობის გამო შეიძლება დაგაპატიმრონ ან მოგკლან.

ACN აცხადებს, რომ კაცობრიობის 61% ცხოვრობს ისეთ სახელმწიფოებში ცხოვრობს, სადაც რელიგიის თავისუფლების სრულყოფილად რეალიზების შესაძლებლობა არ არსებობს.

კვლევის თანახმად, რომელიც 2016 წლის ივნისიდან - 2018 წლის ივნისის განმავლობაში ტარდებოდა, რელიგიის თავისუფლების სერიოზული დარღვევები მსოფლიოს 38 ქვეყანაში გამოიკვეთა.

აქედან 17 ქვეყანაში არსებობს რელიგიის თავისუფლების სერიოზული დარღვევები, ხოლო 21 ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების პირდაპირი დევნა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, უმცირესობათა წარმომადგენლების მკვლელობა. 

პონტიფექსის ორგანიზაციის ცნობით 22 ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების შელახვის მიზეზი რადიკალური ისლამიზმია, დანარჩენ ქვეყნებში კი, როგორიცაა - ჩინეთი, ინდოეთი, ჩრდილოეთ კორეა, ვიეტნამი, ყირგიზეთი და მიანმარი - სახელმწიფო ავტორიტარიზმი და ექსტრემალური ნაციონალიზმი.

წაიკითხეთ მეტი იმავე თემაზე: მსოფლიოს ყველაზე დევნილი რელიგია

კომენტარები