ომეგა ჯგუფი

რ2-ის ახალი ჩანაწერი - ცდილობდა თუ არა ხელისუფლება ოქუაშვილის მოსყიდვას?

საქართველოს პარლამენტი

ტელეკომპანია რუსთავი 2 ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით მორიგ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს. ფარულ ჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით 26 ოქტომბრით თარიღდება, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, შემოსავლების სამსახურის უფროსი მიხეილ დონდუა და ომეგა ჯგუფის ერთერთი დირექტორი გიორგი ქურდაძე კომპანიისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ საუბრობენ.

არჩევნების პირველ ტურამდე 2 დღით ადრე, შეხვედრაზე ფინანსური შეთანხმება ირჩევა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიის ცნობით, ომეგა ჯგუფს ათეულობით მილიონიანი ვალი უნდა ჩამოეწეროს.

ივანე მაჭავარიანი - ანუ, ეს რეალურად ჩვენ ამ შემთხვევაში გამოგვდის რა? საგადასახადო შეთანხმება გამოგვდის, ხო?

მიხეილ დონდუა - საგადასახადო შეთანხმება გამოგვდის. მე ვფიქრობ ასეთ რაღაცას, რო ეს, ეს საკითხი ჩვენ ხო სხვებთანაც გვაქვს გაკეთებული

ივანე მაჭავარიანი - გვაქვს, მაგრამ საგადასახადო შეთანხმება მთავრობაზეა

მიხეილ დონდუა - მთავრობაზეა, უნდა შეემატოს ეს საკითხი იმას, რომ მკვეთრად... ეს საკითხი, რაღაც ვარიანტი

გიორგი ქურდაძე - კი, განვიხილეთ ეს ყველაფერი და

მიხეილ დონდუა - ისე გავაკეთებთ, რომ არც თეთრი ყვავივით გამოჩნდეს და არც იყოს, რომ თქვენ დაგაკლდეთ რამე

ივანე მაჭავარიანი - და საგადასახადო შეთანხმება არი პრაქტიკა და გამოვიყენებთ ხოლმე, როგორც იცით, მაგრამ, მაგრამ ეს მთავრობაზე დასამტკიცებელი ის არის რა ქვია, ამ ეტაპზე ეს გადახდილია? (1 მილიონი ლარი)

გოგი ქურდაძე - უკვე გადახდილია (1 მილიონი ლარი)

ივანე მაჭავარიანი - შეიტანეთ?

ნიკოლოზ ასანიძე - კი.

ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრის დღეს, როცა ზაზა ოქუაშვილი აანონსებდა რომ საგანგებო ჩართვას გეგმავდა, ქართუ ბანკი დილით ომეგა ჯგუფის დირექტორებს დაუკავშირდა და რვა მილიონიანი სესხი ყოველგვარი გარანტიის გარეშე, 2 საათში დაუმტკიცა. შემოსავლების სამსახური კი სამთვიანი უარის შემდეგ 4 მილიონის აქციზური მარკის გადაცემაზე დათანხმდა და მარკებს მოკლე დროში, თანხის ჩარიცხვიდან 40 წუთში გადაცემას დაპირდა, ფინანსთა სამინისტრომ კი ზაზა ოქუაშვილის კომპანიას 52-მილიონიანი ვალის ჩამოწერა შესთავაზა.

"გეგმის მიხედვით, დავალიანების დიდი ნაწილი 30 მილიონი ომეგას ჩამეოწერება - 10 მილიონს 5 წლის განმვალობაში დაფარავს. თანხის გადახდა 2 წლის შემდეგ დაიწყება. 

მიხეილ დუნდუას აქტიურობა, რომელიც ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრია, ადასტურებს, რომ დავალება ომეგა ჯგუფისთვის დავალიანების ჩამოწერის შესახებ ხელისუფლებამ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.

საუბრის ბოლოს ღამის თათბირის მონაწილეები სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე იშლებიან, რომლის შესახებ ინფორმირებულია ბრიტანეთის საელჩოც. შეთანხმება დოკუმენტურად მოგვიანებით უნდა გაფორმებულიყო. 

ზეპირი მოლაპარაკება დოკუმენტურად გაფორმებული ამ დრომდე არ არის", - განაცხადა ტელეკომპანია რ2-ის სიუჟეტის ავტორმა გადაცემაში "შაბათის კურიერი".

კომენტარები