არჩევნები 2018

ზურაბიშვილის ქალიშვილი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საპატიო წევრი გახდა

ქეთევან გორჯესტანი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

​ქეთევან გორჯესტანს, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილს, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საპატიო წევრობის სტატუსი მიანიჭა.

დღეს ზურაბიშვილი სპორტულ ფედერაციებსა და სპორტსმენებს შეხვდა, სადაც სპორტის მნიშვნელობასა და მისი განვითარების გზებზე ისაუბრეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სწორედ ამ შეხვედრაზე, ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა გორჯესტანს საპატიო წევრობის სტატუსი მიანიჭა.

კომენტარები