არჩევნები 2018

არქიმანდრიტი იოანე: პატრიარქის კურთხევაა, არჩევნებში ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა

საქართველოს საპატრიარქო

"პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა", – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტმა იოანემ დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში", - თქვა არქიმანდრიტმა იოანემ.

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო წირვა აღავლინა და რამდენიმე გვარი დალოცა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები