ბრექსითი

ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ტერეზა მეის ბრექსითის შეთანხმებას

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ტერეზა მეის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს შემდეგი წლის 29 მარტს დატოვებს. სპეციალური სამიტი მეტწილად სიმბოლური იყო, შეთანხმების პირობებს თითქმის ყველა ლიდერი დაეთანხმა.

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ჯანკერმა წუხილი გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ტრაგედია იყო. თუმცა, მხარი დაუჭირა ტერეზა მეის გეგმას და თქვა, რომ ეს საუკეთესო შესაძლო შეთანხმება იყო ბრიტანეთისთვის. ევროპის სხვა ლიდერებმაც ხელშეკრულების სასარგებლოდ ისაუბრეს. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრიმა, მარკ რუდემ განაცხადა, რომ შეთანხმება ორმხრივად დაბალანსებულია. ესპანეთმა შეშფოთება გამოხატა გიბრალტარის მომავალთან დაკავშირებით და ბრიტანეთის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

ევროკავშირის მიმღებლობამ გააღიზიანა ბრექსიტის მომხრე ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მეი ზედმეტად ბევრს უთმობს ევროკავშირს. ბრიტანეთის ოპოზიციური პარტიები ბრექსიტს ეწინააღმდეგებიან. ბრექსიტის შეთანხმების  ბოლომდე შესასრულებლად ტერეზა მეის, 11 დეკემბერს, ვესტმინსტერში პარლამენტის თანხმობა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიტანეთმა ევროკავშირი შესაძლოა შეთანხმების გარეშე დატოვოს. 

 

კომენტარები