კრიმინალი

დაპირისპირება მუხიანში - ერთი ადამიანი მოკლეს, მეორე დაჭრეს

შსს

მუხიანში, წუხელ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება) დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობით, "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

კომენტარები