არჩევნები 2018

ბრეგაძე: ვინც გრიგოლ ვაშაძეს ხმას მისცემს, "ქართული მარშიდან" გავრიცხავთ

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

"ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ნებისმიერი "მარშელი" ვინც არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს მისცემს ხმას, მათი რიგებიდან გაირიცხება. 

ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული მარშის" Facebook გვერდი ავრცელებს. 

"ქართული მარში კატეგორიულად გამორიცხავს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას,ნებისმიერი ჩვენი წევრი ვინც ხმას მიცემს ვაშაძეს - გარიცხული იქნება მარშის რიგებიდან.ამავე დროს ვაცხადებთ თავისუფალ არჩევანს - ვისაც სურს შეუძლია არ წავიდეს არჩევნებზე ან მხარი დაუჭიროს ზურაბიშვილს. პირადად მე, ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილზე, რადგან დაზუსტებით ვიცი თუ რა მძიმე შედეგების მომტანი იქნება მისი პრეზიდენტობა და ამიტომ ბოიკოტს ვუცხადებ კოჰაბიტატორების არჩევნებს",- ამბობს სანდრო ბრეგაძე.  

კომენტარები