ზესტაფონი

ცოლისთვის ცეცხლის წაკიდების მუქარაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

REUTERS

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.დ. 2018 წლის 2 აგვისტოს, ქ. თერჯოლაში, მეუღლეს ე.ს.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და უთხრა რომ ცეცხლს წაუკიდებდა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს თერჯოლაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები