ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო: ვანის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ოცნების მხარდამჭერები ემუქრებიან

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, პარტიის ვანის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარეს ქართული ოცნების მხარდამჭერები ემუქრებიან. კობა ძაგნიძე ამბობს, რომ მის ოჯახს მუქარა ბიძის მეშვეობით შემოუთვალეს და ეუბნებიან, რომ თუ მეორე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იაქტიურებს, შესაბამისად დასჯიან და პასუხს მოთხოვენ.

„ბიძაჩემს მანქანაში ჩაუჯდა კლიენტი, რომელიც რიგითი მგზავრი ეგონა, მაგრამ აღმოჩნდა ოცნების მხარდამჭერი. ოცნების მხარდამჭერი დაემუქრა ბიძაჩემს, რომ თუ შენი ძმა და შენი ძმის შვილები არ გაჩერდებიან აუცილებლად გავანადგურებთ მის ოჯახსო.“ - ამბობს კობა ძაგნიძე.

ევროპული საქართველო მიმართავს ხელისუფლებას და პასუხისმგებელ პირებს და აფრთხილებს, რომ კობა ძაგნიძის მისამართით ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ.

 

კომენტარები