მიწისძვრა

ირანში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

AP

ირან-ერაყის საზღვარზე 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის მიხედვით დაშავდა 700-ზე მეტი ადამიანი. მათი უმეტესობას მცირე დაზიანებები აქვთ.

მიწისძვრა საგრძნობი იყო 7 პროვინციაში, მათ შორის ყველაზე მეტად კარმანშაჰის რეგიონში, სადაც გასულ წელს 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელის თქმით ამჯერად მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაზიანდა სახლები. განმეორებითი ბიძგების სიმძლავრემ 5.2 და 4.6 მაგნიტუდას მიაღწია. განმეორებითი ბიძგების საშიშროების გამო მოსახლეობის ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა. ზოგიერთ რეგიონში მიწისძვრამ მეწყერი გამოიწვია, თუმცა მთავრობის თქმით მათ ყველა ქალაქსა და სოფელზე აქვთ წვდომა.

კომენტარები