ცნობილი ადამიანები

ქალი, რომელიც ხშირად ბიონსეში ერევათ და სურათების გადაღებას თხოვენ

ბიონსე/ბრიტანი უილიამსი

მიუხედავად იმისა, რომ ბიონსე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია ადამიანია, ქალი სახელად ბრიტანი უილამსი ხშირად ერევათ მომღერალში და ქუჩაში სურათების გადაღებას თხოვენ.

ბიონსე/ბრიტანი უილიამსი

ბრიტანი უილიამსი აშშ-ის შტადიდან დეტროიტიდან არის. მისი თქმით, ერთხელ მის მანქანასთან რამდენიმე გოგოსგან შემდგარი ჯგუფი მივიდა და მას სურათების გადაღებას თხოვდნენ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გოგოებს ბრიტანი უილიამსი ბიონსეში აერიათ. 

ბრიტანი უილიმსის თქმით, მიუხედავად გარეგნობაში დამთხვევებისა, ის არ ცდილობს, რომ ბიონსეს დაემსგავსოს.

"მე ყველგან მამჩნევენ: თვითმფრინავებში, აეროპორტებში, სხვადასხვა წვეულებებზე. ხშირად სურათებს ჩემი ნებართვის გარეშე მიღებენ და ხუმრობებს ჩემზე ისე წერენ, რომ მე ამის შესახებ არ ვიცი", - თქვა ბრიტანი უილიამსმა.

მისივე თქმით, ის და ბიონსე ერთმანეთს მხოლოდ გარეგნულად არ გვანან.

"ჩვენ ორივეს სამხრეთული ფესვები გვაქვს. შესაძლებელია, რომ ჩემი და მისი მშობლები ერთმანეთის ნათესავები ყოფილიყვნენ. ის მღერის, ცეკვავს და წერს, მეც მსგავსი რაღაცებით ვარ დასაჩუქრებული. ჩვენ ორივე ძლიერი, დომინანტი და უშიშარი ქალები ვართ", - თქვა ბრიტანი უილიამსმა.

კომენტარები